კალათბურთი

12:16 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის 38-ე სამმაგი დუბლი და რეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.

“ორლანდო” შინ “ოკლაჰომასთან” ოვერტაიმით 106:114 დამარცხდა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 38-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ოსკარ რობერტსონის (41 სამმაგი) რეკორდის გამეორებამდე სამი სამმაგი დუბლიღა აშორებს. რასელს მიმდინარე სეზონში კიდევ რვა შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. მან გუნდს 57 ქულა, 13 მოხსნა და 11 პასი შესძინა. 57 ქულით შესრულებული სამმაგი დუბლი ნბა-ს რეკორდია. უესტბურკმა 15-დან ექვსი სამქულიანი, 25-დან 15 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“კლიპერსმა” შინ “ვაშინგტონი” 133:124 დაამარცხა. “კლიპერსი მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი შეხვედრა დედაქალაქელები მდევრის როლში იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა ჯონ უოლის ანგარიშზეა. “კლიპერსში” 31 ქულით ჯეი ჯეი რედიკი გამოირჩა. ბლეიკ გრიფინს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა, 26 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი. კრის პოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა 27 ქულა, 13 პასი. “კლიპერსი” 45 მოგებით და 31 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

“ორლანდო” – “ოკლაჰომა” 106:114 (18:20, 31:24, 33:28, 20:30, ო.ტ. 4:12)

https://www.youtube.com/watch?v=i0F0LW5Azvw

“ფილადელფია” – “ატლანტა” 92:99 (18:25, 25:27, 27:27, 22:20)

https://www.youtube.com/watch?v=6ahfLcTEwcM

“ბოსტონი” – “მილოუკი” 100:103 (24:24, 25:31, 28:25, 23:23)

https://www.youtube.com/watch?v=ZKLelUNJmkY

“ნიუ იორკი” – “მაიმი” 88:105 (22:24, 19:25, 27:28, 20:28)

https://www.youtube.com/watch?v=lCT2KANT3vw

“ტორონტო” – “შარლოტი” 106:110 (19:22, 28:28, 27:16, 32:44)

https://www.youtube.com/watch?v=js7OMnRxOEo

“მემფისი” – “ინდიანა” 110:97 (38:24, 34:29, 24:26, 14:18)

https://www.youtube.com/watch?v=bm5j5tjIrt0

“ნიუ ორლეანი” – “დალასი” 121:118 (27:23, 36:28, 26:32, 32:35)

https://www.youtube.com/watch?v=tKD9ioVwXYE

“სან ანტონიო” – “გოლდენ სტეიტი” 98:110 (33:17, 24:37, 20:30, 21:26)

https://www.youtube.com/watch?v=yRXm0LnZCK4

“კლიპერსი” – “ვაშინგტონი” 133:124 (39:31, 35:32, 36:35, 23:26)

https://www.youtube.com/watch?v=wgjKcZPTf_Y

“საკრამენტო” – “იუტა” 82:112 (14:34, 29:16, 24:28, 15:34)

https://www.youtube.com/watch?v=LW6inrlA8Uw


თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11292