ფეხბურთი

19:02 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა - უკრაინული პრემიერლიგის თვის სიმბოლურში

დავით ხოჭოლავა კიდევ ერთხელ მოხვდა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში. ამჯერად არა ტურის, არამედ - თვის თერთმეტეულში. ოდესის "ჩერნომორეცის" მცველისთვის წლევანდელი მარტის თვე სხვა მხრივაც გამორჩეული იყო: პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: საქართველო-ლატვია 5:0.

სიმბოლური ნაკრები Football.ua-მ შეადგინა. ხოჭოლავას გარდა, "ჩერნომორეციდან" სხვა არავინ მოხვედრილა აღნიშნულ სიმბოლურში. 24 მატჩი, 2 გოლი - ასეთია ხოჭოლავას შედეგიანობა მიმდინარე სეზონში. ორიდან ერთი გოლი მარტში გაიტანა, კიევის "დინამოსთან" გასვლაზე 1:2 წაგებულ შეხვედრაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121328