კალათბურთი

17:29 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მგზავრები" "ოლიმპს" წამოეწია

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტური აუტსაიდერების „ოლიმპისა“ და „მგზავრების“ მატჩით გაიხსნა.

მასპინძლის როლში მყოფ „ოლიმპს“ამ შეხვედრამდე მის მეტოქეზე ერთი ქულით მეტი ჰქონდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე გამარჯვება ორივე გუნდს, განსაკუთრებით კი „მგზავრებს“, ჰაერივით სჭირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა „მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 7 ქულის სხვაობით 24:17 მოიგო. მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით 43:38 გავიდა.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 55:55. მატჩის ბედი ბოლო მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. 77:70 გაიმარჯვა „მგზავრებმა“, „ოლიმპს“ წამოეწია და ახლა ეს გუნდები „ბათუმთან“ ერთად მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებენ. „ბათუმს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს. „ოლიმპს“ დაკლებული აქვს ერთი ქულა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა „მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა კაჰიმ რენსომმა დააგროვა, რომელსაც მისი თანაგუნდელი ოთარ ფხაკაძე ერთი ქულით ჩამორჩა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი ტრე ბურნეთი (17 ქულა, 10 მოხსნა) და კიდევ ერთი ლეგიონერი ნიკოლას შლიცერი (17 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ. მათ არა მარტო ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს თანაგუნდელთა შორის, არამედ ორმაგი დუბლიც შეასრულეს.

ამჟამად მიმდინარეობს „დინამო“ –„სოხუმის“ შეხვედრა.

ოლიმპი - მგზავრები 70:77 (17:24, 26:14, 12:17, 15:22)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108229