თამაშგარე

22:26 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

წიგნის წერას მია ჰემიც შეეჭიდება

ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი ქალი, მია ჰემი ერთ-ერთი იმ სპორტსმენთაგანია, ვუსაც ჭეშმარიტად დიდებული სპორტული კარიერა ჰქონდა და მის უკან, ისეთი წლებია მოტოვებული, ბევრ ცნობილ და ლეგენდარულ მამაკაც ფეხბურთელსაც კი რომ შეშურდება.

სწორედ ამიტომ, ნამდვილად არაა გასაკვირი ის, რომ ქალბატონ მიას საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერის ამბიცია გაუჩნდა და როგორც ამერიკული ბულვარული მედია გვამცნობს, ლეგენდარული მია ჰემის წიგნი მზის სინათლეს მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავს.

ჭეშმარიტად დიდებული საფეხბურთო კარიერის პარალელურად, მია ჰემს ნამდვილად არ ჰქონდა მარტივი და მშვიდი პირადი ცხოვრება და მიუხედავად უმძიმესი სპორტული რეჟიმისა, ჰემმა მაინც მოახერხა დედა გამხდარიყო, რაც ბევრი ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენი ქალისათვის სამწუხაროდ ოცნებად დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153011