მაიამის მასტერსის მერვედფინალში რაფაელ ნადალმა ფრანგი ნიკოლას მაიუ 6:4, 7:6 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა საათსა 36 წუთს გაგრძელდა. მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი იყო, რომელიც პირველ სეტში რაფაელ ნადალმა გამოიყენა. მეორე პარტიაში ტაი-ბრეიკზე რაფამ 7:4 მოიგო.
1/4-ფინალში რაფა ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ესპანელი ამერიკელს 2:0-ს ამარცხებს. მატჩი 29 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.
მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 7.9 მილიონ დოლარს შეადგენს.