ჩოგბურთი

12:40 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა დელ პოტროს ბარიერი დასძლია

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის 1/16-ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. როჯერმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა. არგენტინელს კი 5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ვერც ერთი გამოიყენა. ფედერერი შეხვედრის რიტმს აკონტროლებდა და დელ პოტროს არანაირი შანსი არ ჰქონია.

1/8-ფინალში როჯერ ფედერერი რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ბაუტისტა-აგუტს 5:0 უგებს.

მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 7.9 დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115416