ფეხბურთი

17:25 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ნეიმარისთვის 200 მილიონი გაამზადა

კატალონური გამოცემა Sport-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დამდეგ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას აპირებს და ამისთვის დიდი თანხის გაღებას გეგმავს.

საუბარია 200 მილიონ ევროზე. გარდა ამისა, კლუბი თავად ნეიმარს სეზონში ანაზღაურების სახით 25 მილიონ ევროს ჰპირდება. რა თქმა უნდა, საქმე დიდ რიცხვებს ეხება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინგლისელებმა შარშან პოლ პოგბა 105 მილიონად იყიდეს, გამორიცხული არაფერია.

ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013 წელს, „სანტოსიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 35 თამაშში 14 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11782