ფეხბურთი

0:15 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური გრანდები ლემარით დაინტერესდნენ

“მონაკოს” ვინგერით ტომას ლემარით ესპანური გრანდები “ატლეტიკო” და “ბარსელონა” დაინტერესდნენ – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.

21 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და თანაგუნდელების მსგავსად, ძლიერი კლუბების ინტერესს არ უჩივის. მას “მონეგასკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და თრანსფერმარკტ–ი მის სატრანსფერო თანხად 20 მილიონ ევროს ასახელებს.

ლემარიმ მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110728