ჩოგბურთი

14:04 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის საიუბილეო მე-1000 მატჩი (+VIDEO)

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში საიუბილეო მე-1000 შეხვედრა მაიამის მასტერსის 1/16-ფინალში გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის წინააღმდეგ ჩაატარა (VIDEO).

რაფა ღია ერაში გახდა მე-11 ჩოგბურთელი, ვინც 1000-მატჩიან ზღვარს უწია. ყველაზე მეტი 1535 შეხვედრა ჯიმი კონორსს აქვს ჩატარებული, მეორე ადგილზე 1340 მატჩით როჯერ ფედერერია.

რაფამ 1000 შეხვედრიდან 822 მოიგო და 178 წააგო.

რაც შეეხება კოლშრაიბერთან დაპირისპირებას, ესპანელმა 0:6, 6:2, 6:3 იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. 1/8-ფინალში რაფას მეტოქე ფრანგი ნიკოლას მაჰუტი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია. მატჩი 28 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

0.113359