ფეხბურთი

19:55 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების საოცარი სერია: 58 თამაში და 24 წელი წაგების გარეშე

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შესაშური შედეგი აქვს - „ფურია როხას“ მხოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე 24 წელია თამაში არ წაუგია. ბოლოს, პირინელებს 1993 წელს კოპენჰაგენში, დანიის ნაკრებმა მოუგო (1:0), როდესაც 1994 წლის მუნდიალზე მოსახვედრად იბრძოდნენ.

იქედან მოყოლებული ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში წაუგებლად 58 თამაში ჩაატარა. ამ მხრივ ესპანელებთან ყველაზე ახლოს გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ბოლო 44 მატჩიდან ერთადერთი წააგო (საუბარი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებზეა), ხოლო მესამე ადგილზეა იტალიის ნაკრები: 57 თამაში და ორი წაგება.

სხვათა შორის, ამჟამად ესპანეთი და იტალია ერთ ჯგუფში იმყოფებიან და 13-13 ქულით ლიდერობენ ჯგუფს, თუმცა ბურთების უკეთესი ბალანსის გამო პირველ პოზიციაზე ესპანეთის ნაკრებია. რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზურს კი, პირდაპირ სწორედ პირველი ადგილი იძლევა, ხოლო მეორე ადგილოსანს პლეი-ოფში მოუწევს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11755