კალათბურთი

20:04 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„კაკტუსმა“ წაგებული მატჩების სერია შეწყვიტა

მიმდინარე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ და სუპერლიგის დებიუტანტი „კაკტუსი“ დაუპირისპირდნენ. ზედიზედ 4 წაგების შემდეგ „კაკტუსმა“ სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა და ერთ დროს პირველ ოთხეულში მყოფი გუნდი სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ „ოლიმპსა“ და „მგზავრებს“ ამ შეხვედრამდე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. შეხვედრამ „კაკტუსის“ უპირატესობით ჩაიარა, ამჟამად ოთხივე მეოთხედი მოიგო და რაღა თქმა უნდა, მთლიანობაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა 82:69. ამ გამარჯვების შემდეგ „კაკტუსსა“ და „სოხუმს“ 32-32 ქულა დაუგროვდათ და 23 ტურის შემდეგ მე-4-მე-5 ადგილებს ინაწილებენ.

რა შეეხება „მგზავრებს“, ამ დამარცხების შემდეგ იგი კვლავ აუტსაიდერად დარჩა და სუპერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება „ოლიმპთან“ ერთად. ეს უკანასკნელი ამ ტურის ბოლო შეხვედრაში მესამე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ მასპინძლობს. რაღა თქმა უნდა გამარჯვების შემთხვევაში „ოლიმპი“ აუტსაიდერობას თავს დააღწევს, ხოლო „მგზავრები“ ერთპიროვნული აუტსაიდერი იქნება.

„კაკტუსის“ გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომელმაც 31 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლი არ შეუსრულებია, მაგრამ 9 ქულით, 7 მოხსნით და 9 პასით ფლოვიესის თანაგუნდელმა ბექა ჩიკვილაძემაც კარგი შედეგი აჩვენა.

მასპინძელთა შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი მძიმე ფორვარდი ავთანდილ ლომინაშვილი იყო. მისი თანაგუნდელებიდან 13 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი უკანახაზელმა კორი ალენმა შეასრულა.

„მგზავრები“ – „კაკტუსი“ 69:82 (14:20, 21:24, 20:22, 14:16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116859