ჭადრაკი

0:20 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი არაბეთში თამაშობს

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქი შარჟა დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც 229 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორისაა ვაჟთა შორის საქართველოს # 2 მოჭადრაკე, ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ მჭედლიშვილი (2602), რომელიც ოცდამეექვსე ნომრადაა განთესილი.

ტურნირი, რომელიც 31 მარტს დასრულდება, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება. პირველ ტურში მჭედლიშვილის მეტოქე ინდოელი რათნაკარანი (2383) იყო. სამწუხაროდ, გამარჯვება ინდოელ მოჭადრაკეს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110735