დღეს კალათბურთში ა ლიგის ერთი შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს დაკარგული ქულებით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ,,დელტა“ და თსუ-,,ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. 65:59 გაიმარჯვა ,,დელტამ“ და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
შეხვედრა ,,დელტას“ უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ 9 ქულით 20:11 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ,,დელტამ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ქულათა იგივე სხვაობით გავიდა დიდ შესვენებაზე.
მესამე მეოთხედი თსუ-,,ჰიუნდაის“ უპირატესობით დაიწყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს ერთ ქულამდე, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხეს. მეოთხე მეოთხედში ისევ ,,დელტა“ დაეუფლა უპირატესობას და როგორც უკვე ავღნიშნეთ 65:59 შეძლო მეტოქის დამარცხება და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა თსუ -,, ჰიუნდაის“ უკანახაზელმა სანდრო სანაძემ დააგროვა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მძიმე ფორვარდი ირაკლი ალხანაიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.
ა ლიგის მეორე წრის დასკვნითი, მეხუთე შეხვედრა 28 და 29 მარტს ჩატარდება.
,,დელტა“- თსუ-,,ჰიუნდაი“ 65:59 (20:11, 17:17, 10:16, 18:15)
- დელტა 9 7 2 16
- თსუ-ჰიუნდაი 9 6 3 15
- არენა-76 9 5 4 14
- წყალტუბო 9 5 4 14
- ტიტები 9 4 5 13
- სეუ 9 0 9 9
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც ახალი მწვრთნელი ლაფანაშვილი, ბრავო, როგორ ათამაშებს გუნდს ერთია და შედეგი მეორე,თან არ დაგვავიწყდეს რომ არავინ მოიაზრებდა მაგ გუნდს ფავორიტად,მოკლედ წარმატებები ახალგაზრდა მწვრთნელებს
თემო არ დაგავიწყდეს ასისტენტებიც , განსაკუთრებით ტუჯანი რომელიც ძალიან გამოცდილი და ჭკვიანია. მისი როლიცაა რა თქმა უნდა და მეორე ასისტენტისაც. რაც შეეხება დელტას მე პირადად მივიჩნევდი მათ და არენას ლიდერებად.
გეთანხმები, ტუჯანი ჭკვიანი ბიჭია, წარმატებები სამწვრთნელო კარიერაში