საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩის წინ “ჯვაროსნების” ცენტრალურმა მცველმა, საბა კვირკველიამ კომენტარი გააკეთა. მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელის განცხადებით, ეროვნული გუნდი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის.
რთული თამაში გვექნება, მაგრამ ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. ირლანდიასთან, უელსთან და თუნდაც მოლდოვასთან დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ შედეგი. 3 ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
სათამაშო პრაქტიკის მიღების შემდეგ უფრო თავდაჯერებული ვარ და ვფიქრობ, ძალიან დამეხმარება ეს პრაქტიკა, რაც “ლოკომოტივში” მივიღე”, - თქვა კვირკველიამ.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს, “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.