კალათბურთი

13:23 | 21.03.2017 | ნანახია 900 - ჯერ

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ მწვრთნელთა სტაჟირება დაიწყო

ზაზა ფაჩულიას კლათბურთის აკადემიამ, რომელიც თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარეობს, აკადემიის მწვრთნელთა სტაჟირება დაიწყო ევროპის პრესტიჟულ საკალათბურთო კლუბებში. ამის შესახებ worldsport.ge-ს აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ განუცხადა.

,,ჯერჯერობით სტაჟირება აკადემიის მწვრთნელებიდან დიმიტრი ჟაკობოვმა და ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ გაიარეს, რომლებიც თურქეთისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,ეფეს პილზენში’’ იმყოფებოდნენ. როგორც ბავშვების მწვრთნელებმა, ჟაკობოვმა და ტუჯანმა სტაჟირება თურქულ კლუბშიც ბავშვებთან გაიარეს. ასევე შეხვდნენ ,,ეფეს პილზენის’’ ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელ ველიმირ პერასოვიჩს.

აკადემიის მწვრთნელთა სტაჟირება კვლავაც გაგრძელდება და ჩვენი სპეციალისტები გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან გუნდებში მიიღებენ“ - გვითხრა ალავიძემ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:51 | 22.03.2017
temo11 (1791)

წარმატებები,მომწონს მუშაობა და მიდგომა მწვრთნელების ამ აკადემიაში,ბავშვები აშკარად სწორი მიმართულებით მიყავს იმ უცხოელს

21:23 | 21.03.2017
პანტელეიმონი (4347)

იმედია ნბა -ს მერე ზაზა მოიცლის აკადემიისთვის და განვითარებისთვის კიდევ ერთ ბიძგს მისცემს.

23:20 | 21.03.2017
eke99 (1362)

იმედია. ახლაც კაი ამბავია ესეც რაც დაიწყო. წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070725