ფეხბურთი

17:52 | 20.03.2017 | ნანახია 3644 - ჯერ

როცა ჯაბა დვალი გყავს

ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ სამი ტური გავიდა და ეროვნული ლიგა 1-ის მსგავსად, აქაც რთულია პროგნოზირება, ფავორიტ-აუტსაიდერის დასახელება. მაგალითად, "გაგრას" საწყის ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" მცხეთაში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. თავის მხრივ, ვიტელებმა პირველად დაკარგეს ქულები.

ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილი "გაგრადან" გამოირჩეოდა ნახევარმცველი გიორგი ქურდაძე, რომელმაც დუბლი მიითვალა. ეს ის ქურდაძეა, ორი თვის წინ ზამთრის მასტერსზე საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახდა. შეგახსენებთ, ის ტურნირი სწორედ "გაგრამ" მოიგო.

მოკლედ, 0:4 მცხეთაში. შესაძლოა, სხვაგვარად წასულიყო საქმე, 44-ე წუთზე ვიტელთა ფორვარდ ღირდალაძეს პენალტი ზუსტად რომ დაერტყა. იმ დროს "გაგრა" ორი ბურთით იგებდა.

მარტვილის "მერანი" ერთ-ერთი ფავორიტია ამ ლიგაში და სტატუსი გასულ ტურშიც გაიმყარა: 5:0 მოუგო ტყიბულის "მეშახტეს". აკაკი შულაია, რევაზ ბარაბაძე, უკრაინელი სერგეი ტრეტიაკი, ირაკლი რუხაძე, რევაზ გეწაძე, ბენჟამინ ტეიდი და სხვები... კარგი შემადგენლობა ჰყავთ მარტვილელებს.

"რუსთავი" ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუშვა გოლი "ზუგდიდისგან" და ფრეს დასჯერდა - 1:1. ზუგდიდელთათვის ეს პირველი ქულაა სეზონში.

ლანჩხუთის "გურია"ამ ტურამდე უქულოდ იყო და წყალტუბოს "სამგურალს" 1:0 სძლია. სოსო მალანიას გოლმა ლანჩხუთელები გაახარა.

და ბოლოს, ლიდერზე: ბოლნისის "სიონმა" კობა ჟორჟიკაშვილის თავკაცობით სამივე მატჩი მოიგო. ქვემოქართლელებმა "ცხინვალს" 2:1 აჯობეს. ისე კი, დაძაბული ბრძოლა იყო. ვანო ხაბელაშვილის სწრაფ გოლს 88-ე წუთზე მაქაცარიას საპასუხო ბურთი მოჰყვა (მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გავიდა), თუმცა "სიონმა" მაინც მოასწრო გატანა - რისთვის არის ჯაბა დვალი? ასეთი ფეხბურთელი ეროვნული ლიგა 2-ის ნებისმიერი გუნდისთვის მისწრებაა.

დვალი შარშანდელ სეზონში სწორედ "ცხინვალში" გახლდათ და გოლებიც საკმაოდ გაიტანა, მაგრამ გუნდი გავარდნისგან ვერ იხსნა.

ვიტ ჯორჯია - გაგრა 0:4

გოლები: 0:1 გიორგი ქურდაძე (13), 0:2 ქანთარია (15), 0:3 გიორგი ქურდაძე (62), 0:4 ჯიშკარიანი (89 პენ)

სიონი - ცხინვალი 2:1

გოლები: 1:0 ხაბელაშვილი (10), 1:1 მაქაცარია (89), 2:1 დვალი (90)

რუსთავი - ზუგდიდი 1:1

გოლები: 1:0 მინდორაშვილი (83), 1:1 ცოტნე სამუშია (90+2)

მერანი - მეშახტე 5:0

გოლები: 1:0 ტრეტიაკი (17), 2:0 ბარაბაძე (28), 3:0, 4:0 რუხაძე (70, 81), 5:0 ბარაბაძე (88)

გურია - სამგურალი 1:0

გოლი: 1:0 მალანია (74)

1. სიონი 3 3 0 0 5 1 +4 9
2. მერანი 3 2 1 0 8 1 +7 7
3. ვიტ ჯორჯია 3 2 0 1 6 4 +2 6
4. გაგრა 3 1 1 1 4 2 +2 4
5. რუსთავი 3 1 1 1 6 6 0 4
6. მეშახტე 3 1 1 1 4 8 -4 4
7. გურია 3 1 0 2 3 5 -2 3
8. სამგურალი 3 1 0 2 4 6 -2 3
9. ცხინვალი 3 0 1 2 4 7 -3 1
10. ზუგდიდი 3 0 1 2 1 5 -4 1

ბომბარდირები: დათა სიჭინავა (რუსთავი) - 4, ზურაბ ღირდალაძე (ვიტ ჯორჯია) - 4, ჯაბა დვალი (სიონი) - 3, თამაზ მაქაცარია (ცხინვალი) - 3

ზუგდიდი   1 - 2    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

გაგრა   1 - 0    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

მეტალურგი   5 - 0    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

გურია   0 - 0    ვიტ ჯორჯია

შემადგენლობა

მოვლენები

სამგურალი   2 - 4    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია

Warning: Illegal string offset 'Scorers' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 137

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 137

Warning: Illegal string offset 'Scorers' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 141

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 141

Warning: Illegal string offset 'Scorers' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 142

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 142

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 142

Warning: Illegal string offset 'PersonNameGeo' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 143

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 143

Warning: Illegal string offset 'Goals' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 144

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 144

Warning: Illegal string offset 'Goals' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 145

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 145

Warning: Illegal string offset 'PersonNameGeo' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 148

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 148

Warning: Illegal string offset 'TeamNameGeo' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 148

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 148

Warning: Illegal string offset 'Scorers' in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 141

Notice: Uninitialized string offset: 0 in /home/admin/web/worldsport.ge/public_html/pages/TournamentRight.php on line 141
სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 23
  • 17 აგვისტო, 2017
  • ვიტ ჯორჯია 1 - 0 მერანი
  • სიონი 6 - 1 მეშახტე
  • 18 აგვისტო, 2017
  • სამგურალი - ზუგდიდი
  • გურია - გაგრა
  • მეტალურგი - ცხინვალი
  •  
  • მერანი23 16 4 3 45-11 52
  • მეტალურგი22 15 3 4 45-19 48
  • სიონი23 14 1 8 39-31 43
  • გაგრა22 11 3 8 28-17 36
  • სამგურალი22 11 2 9 29-28 35
  • ვიტ ჯორჯია23 9 7 7 30-25 34
  • გურია22 6 4 12 23-39 22
  • ცხინვალი22 5 5 12 30-45 20
  • მეშახტე23 3 5 15 20-51 14
  • ზუგდიდი22 4 2 16 26-49 14
პრემიერლიგა - ტური 24
  • 24 აგვისტო, 2017
  • სიონი - ვიტ ჯორჯია
  • მეშახტე - ზუგდიდი
  • მერანი - მეტალურგი
  • 25 აგვისტო, 2017
  • გაგრა - სამგურალი
  • ცხინვალი - გურია
0.094199