კალათბურთი

0:30 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხმელიძემ  ავადმყოფობის  გამო  ვერ  ითამაშა

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ,,რუსთავის’’ ფორვარდმა ლევან ხმელიძემ (15. 05.92, 195 სმ) დღეს, ,,სოხუმთან’’ შეხვედრაში მონაწილეობა გაციების გამო ვერ მიიღო. ამის შესახებ worldsport. ge-სთან საუბარში ,,რუსთავის’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა რამაზ გოგობერიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში საქართელოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 22 ტურის შემდეგ ,,რუსთავი’’ 35 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ ,,სოხუმს’’ 4 ქულით უსწრებს.

0.115572