ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალურ მატჩში ლონდონის “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა, მინიმალური სხვაობით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
ლონდონელებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოთამაშე მეტოქე აშკარად დაჯაბნეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაიკ ოლივერმა 35-ე წუთზე საკამათო ვითარებაში ანდერ ერერას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ამის გამო, “იუნაიტედს” თითქმის ერთი საათის განმალობაში კაცნაკლულს მოუწია თამაში.
მასპინძლებს დაწინაურება პირველივე ტაიმში შეეძლოთ: ედენ აზარს და გარი კეჰილს ორწუთიან მონაკვეთში შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ დავიდ დე ხეამ ორივე ეპიზოდში ბრწინვალედ ითამაშა და ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი “არისტოკრატებისთვის” მშვენივრად დაიწყო და 51-ე წუთზე ნ’გოლო კანტემ შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ “წითელ ეშმაკებს” უჭირდათ, თუმცა გათანაბრების ერთი ძალიან კარგი შანსი მაინც მიეცათ: 59-ე წუთზე გოლის გატანა მარკუს რეშფორდს შეეძლო, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდს ტიბო კურტუამ აჯობა – 1:0.
ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (0:0) VIDEO
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, მატიჩი, მოზესი (ზუმა 89), ალონსო, აზარი, ვილიანი (ფაბრეგასი 81), კოშტა (ბაჩუაი 94).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-3): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, როხო, ერერა, პოგბა, დარმიანი, ვალენსია, მხიტარიანი (ფელაინი 37), იანგი (ლინგარდი 81), რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლი: კანტე (51)
გაფრთხილებები: კოშტა – ერერა, იანგი
გაძევება: ერერა (35)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იბრას გარეშე
ნგოლოსი წო*ონ ნგოლოსი
იმენა ეშმაკების რისხვაა,ეჰ ეგეთი მეწყვილე მოგვცა კიდე ჩვენი მომგები გუნდი არიქნებოდა, მე ვერატი მინდა მაგრად და ვნახოთ რაგამოვა.
+1
თასი რაღად უნდა იმ სირბანას, ისედაც ყველაზე ძვირი მონააა რაც აქამდე გაყიდულა
მონაა აბ ა რააა პლანტატორმა რაიოლამ გაყიდა ბამბის საკრეფად
ეშმაკების ფანობა ნუ მიწყენთ მაგრამ იმედია ხშირად ვნახავთ ასეთ ჩაჯმულ მოურინიოს და მანჩესტერს
შენი კლუბი მუდამ ჩაჯმულია და სხვის წაგებაზე მეტად ჩემი გუნდის მომავალზე ვიფიქრებდი შენ ადგილას : ))
კაი
ჩელსი არმოაკლებთ მაგ სიამოვნებას,განსაკუთრებით ცენზურა ჟოზეს.
კაი
მილანის ფანები მინდა მივმართო მსაჯმა დამატებულ 4 წუთს რამდენი გადააცილა თუ დაინახეთ????
პოგბა გინდა ტიტულებიო? არა ვარ მე მაგნაირიო, პოგბა გინდა ტიტულებიო? არა ვარ მე მაგნაირიო?
ჰოდა წადი მანჩესტერში ბამბის საკრეფად შენი მო ნა დდშშ,
კანტესი ისე ღრმად მოგხვდა მთელი წელი დაგჭირდება გამოსაძრობად
რა საკამათო ეპიზოდიო, რა იყო საკამათო?უკნიდან ფეხებში ჩარტყმა რო ყვითელი ბარათია, საკამათოა მაგი?! თუ უბრალოდ მსაჯის კრიტიკაა მოდაში?!
ჩელსი წელს დუბლს გააკეთებს, რასაც ნამდვილად იმსახურებს!