ჭადრაკი

23:15 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქალები იწყებენ

დღეს, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, მოჭადრაკე ქალთა შორის საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატში, რომელშიც 10 სპორტსმენი მონაწილეობს კენჭისყრა შედგა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, ერთ წრედ, 9 ტურად ჩატარდება. პირველი ტურის პარტიები ხვალ გაიმართება გამარჯვებული კი 20 მარტს გამოვლინდება. პარტიები თბილისის დროით 15.00 საათზე დაიწყება.

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი მაჩვენებლების მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება. პრიზები არ იყოფა და იბეგრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

სხვებისაგან განსხვავებით, ჩემპიონი მიიღებს სპეციალურ თასს და გახდება საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიტატი.

I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2017 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონმატზე სათამაშოდ დააფინანსებს. ამავდროულად, უკონკურსოდ იქნებიან დაშვებულნი საქართველოს 2018 წლის ეროვნულჩემპიონატზე.

ტურნირის საპრიზო ფონდი 17 500 ლარია, რომელიც I-V ადგილზე გასულ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება დაკავებული ადგილების მიხედვით.

1.5 500 ლარი

2.4 500 ლარი

  1. 3 500 ლარი
  2. 2 500 ლარი
  3. 1 500 ლარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118995