საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურში, მიმდინარე ჩემპიონატის ორი რეკორდი გაუმჯობესდა და ორივე ,,ოლიმპი’’-,,კაკტუსის’’ შეხვედრაში დაფიქსირდა.
ეს შეხვედრა 90: 46 დასრულდა ,,ოლიმპის’’ სასარგებლოდ. სარეკორდო იყო ანგარიშში სხვაობა(44 ქულა) და ,,კაკტუსის’’ მიერ გაკეთებული ქულების საერთო რაოდენობა(46). ძველი რეკორდების მონაწილეებიც ,,ოლიმპი’’ და ,,კაკტუსი’’ იყვნენ.
ანგარიშში სხვაობის წინა რეკორდის ერთ-ერთი მონაწილე ,,კაკტუსი’’ ,,დინამოსთან’’ 41 ქულის სხვაობით 68:109 დამარცხდა.
,,ოლიმპი’’-,,კაკტუსის’’ შეხვედრამდე კი ყველაზე ნაკლები ქულა ,,მგზავრებს’’ ქონდა გაკეთებული, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურში ,,ოლიმპთან’’ 49:88 დამარცხდა.
მორიგი 21 ტური 10 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.