ორი წლის წინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ამავე ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერმა” მადრიდის “ატლეტიკოს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. “ბაიერმა” პირველი მატჩი შინ 2:4 წააგო და საპასუხო თამაშს ფაქტობრივად უიმედო მდგომარეობაში ხვდება.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მატჩის წინასამატჩოს WORLDSPORT.GE ტრადიციულად დეტალურად, თამაშის კონკრეტულ დღეს წარმოგიდგენთ, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკასა და ისტორია.
აქამდე მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა უეფას ჩემპიონთა ლიგის არსებობის მატიანეში, როდესაც ის გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე, რომელმაც პირველი მატჩი სახლში წააგო – 1995-1996 წლების სეზონში “პანათინაიკოსთან” ამის გაკეთება “აიაქსმა” შეძლო და 2010-2011 წლების სეზონში “ინტერმა” “ბაიერნთან”.
აქვე გეტვყით, რომ უეფას ტურნირებში ანგარიში 4:2 29-ჯერ დაფიქსირდა და 28 შემთხვევაში (96.6%) მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც მეორე თამაში სახლში ჩაატარა, ხოლო ერთადერთხელ (3.4%) იმარჯვა იმ გუნდმა, რომელმაც მეოე შეხვედრა გასვლაზე ჩაატარა. ეს ერთადერთი კოლაფსი “ბარსელონას” გადახდა თავს – 1984-1985 წლების სეზონში კატალონელებმა ფრანგულ “მეცს” 4:2 მოუგეს და მერე 1:4 წააგეს.
ურთიერთშეხვედრები
2014-2015 წლების სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ასევე მეოთხედფინალში შეხვდნენ. ორი მატჩი მასპინძელმა გუნდებმა მოიგეს – 1:0. პენალტების სერიაში კი, გამარჯვება “როხიბლანკოს” დარჩა – 3:2. გერმანელთაგან ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ომერ ტოპრაკმა და სტეფან კისლინგმა ვერ გაიტანეს, ხოლო ესპანელთაგან კოკემ ვერ იხეირა.
2015 წლის 17 მარტს, “ვისენტე კალდერონზე” შემდეგი შემადგენლობით იყვნენ გუნდები:
“ატლეტიკო”: მოია (ობლაკი 23), ხუანფრანი, ხიმენესი, მირანდა, გამესი, არდა თურანი, მარიო სუარესი, კოკე, კანი (რაულ გარსია 46), გრიზმანი, მანჯუკიჩი (ტორესი 83)
“ლევერკუზენი”: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბენდერი (პაპადოპულოსი 104), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი (როლფესი 77), დრმიჩი (კისლინგი 69)
“ლევერკუზენმა” და “ატლეტიკომ” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს 2010-2011 წლების სეზონში. მაშინ ორივე თამაში 1:1 დასრულდა. მადრიდში გოლები სიმაომ (51 წუთი) და ერენ დერდიოკმა (39 წუთი) გაიტანეს, ხოლო ლევერკუზენში მასპინძლები პატრიკ ჰელმესმა დააწინაურა 69-ე წუთზე, ხოლო ფრან მერიდან სამ წუთში გაათანაბრა.
“ვისენტე კალდერონზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
“ატლეტიკო”: დე ხეა, უიფალუში, პერეა, ალვარო დომინგესი, ფილიპე ლუისი, ასუნსაო, რაულ გარსია (მერიდა 46), სიმაო, რეიესი, ფორლანი (ტიაგო 46), დიეგო კოშტა
“ლევერკუზენი”: ადლერი, შვააბი, კადლეცი, ჰიიპია, რეინარტცი, ფრიდრიხი, ვიდალი (ბენდერი 61), ბარნეტა, ბალიტში (როლფესი 61), სამი, დერდიოკი (ჰელმესი 68)
სტატისტიკა
“ატლეტიკო”
გასულ სეზონში “ატლეტიკო” ფინალმადე მივიდა და დამარცხდა. ეს იყო მადრიდული გუნდისთვის მესამე მარცხი გადამწყვეტ მატჩებში.
“ატლეტიკოს” შანსი აქვს მეოთხედფინალში გავიდეს მეცხრედ. გასულ სეზონში დიეგო სიმეონეს გუნდს მერვედფინალში პსვ ეინდჰოვენთან დიდი ბრძოლა გადახტა თავს – პენალტების სერიაში 8:7.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “ატლეტიკომ” 0:1 წააგო “ბაიერნთან”. ეს ერთადერთი მარცხია მიმდინარე ლიგაზე “როხიბლანკოსთვის”.
“ატლეტიკოს” საკუთარ მოედანზე ბოლო 33 თამაშიდან 28 მოგებული აქვს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.
მადრიდელებს სახლში გერმანულ გუნდებთან შვიდი მატჩია არ წაუგიათ (6 მოგება, 1 ფრე). ბოლოს “ატლეტიკო” “ვისენტე კალდერონზე” ალემენიის წარმომადგენელთან 1996-1997 წლების სეზონში დამარცხდა – “დორტმუნდთან” 0:1.
“ატლეტიკო” საკუთარ კედლებში გერმანელების წინააღმდეგ შემდეგნაირად თამაშობს: 17 მატჩი, 12 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. მთლიანობაში კი: 38 თამაში, 18 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება.
გარდა ამისა, “ატლეტიკომ” გერმანული ბარიერი ზედიზედ შვიდჯერ გადალახა. ბოლოს, მადრიდელებმა დრეზდენის “დინამოს” ბარიერი ვერ დაძლიეს 1979-1980 წლების სეზონში.
თუმცა, “როხიბლანკოს” 1974 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში აქვს წაგებული “ბაიერნთან” 1:1 და 0:4 გადათამაშებაში.
“ატლეტიკომ” აქამდე პლეი-ოფში პირველი გასვლითი თამაში 20-ჯერ მოიგო და ყველა ჯერზე მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.
“ატლეტიკო” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 4 წაგება:
1974-1975 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, “დერბი ქაუნთი”, 6:7.
1989-1990 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, “ფიორენტინა”, 1:3.
2004 – ინტერტოტოს თასი, ფინალი, “ვილიარეალი”, 1:3.
2014-2015 – ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, “ლევერკუზენი”, 3:2.
2015-2016 – ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, პსვ ეინდჰოვენი, 8:7.
2015-2016 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “რეალი”, 3:5.
“ლევერკუზენი”
“ლევერკუზენს” მერვედფინალური ბარიერი არასდროს გადაულახავს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ბაიერი” ფინალში გავიდა, 2001-2002 წლების სეზონში იყო, მაგრამ მაშინ ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა და შესაბამისად, “ლევერკუზენს” მერვედფინალში არ უთამაშია.
მიმდინარე სეზონში “ბაიერმა” გასვლაზე ერთი თამაში მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა. საერთოდ კი, ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან სამი ფრე ითამაშა.
გასულ სეზონში “ფარმაცევტები” ჯგუფში ჩარჩნენ და ასპარეზობა ევროპა ლიგაზე გააგრძელეს, სადაც პირველივე ეტაპზე “ვილიარეალთან” დამარცხდნენ (0:2, 0:0).
“ლევერკუზენს” ბოლო სამი მატჩი აქვს წაგებული ესპანეთში. მთლიანობაში კი, პირინეის ნახევარკუნძულზე ასე თამაშობს: 3 მოგება, 2 ფრე, 12 წაგება. ბოლოს “ლევერკუზენმა” ესპანეთში 2013-2014 წლების სეზონში მოიგო “რეალ სოსიედადთან” 1:0.
“ბაიერს” ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში გამართული ბოლო ექვსი დაპირისპირებებიდან ყველა წაგებული აქვს. ბოლოს, “ესპანიოლის” ბარიერი გადალახეს 1988 წელს (3:2 პენლატების სერიაში).
“ლევერკუზენი” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 2 წაგება:
1987-1988 – უეფას თასი, ფინალი, “ესპანიოლი”, 3:2.
1995 – ინტერტოტოს თასი, მეოთხედფინალი, “ინსბრუკი”, 3:5.
2014-2015 – ჩემპიონთა ლიგა, მერვედფინალი, “ატლეტიკო”, 2:3.
გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები
ხავიერ ერნადესმა “რეალის” მაისურით 2015 წელს მეოთხედფინალში “ატლეტიკოს” გაუტანა და ამ გოლით “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მექსიკელმა ასევე გაიტანა ნაკრებში, ხორვატიის ნაკრების კარში. ბალკანელთა რიგებში მაშინ სიმე ვრსალიკო თამაშობდა (2014 წლის მუნდიალი).
იმავე ვრსალიკოს ხორვატიას თურქმა ჰაკან ჩალჰანოღლუმაც გაუტანა.
დიეგო გოდინმა კი, ჩიჩარიტოს მექსიკას კარი დალაშქრა 2016 წლის კოპა ამერიკაზე.
დიეგო სიმეონე “ლევერკუზენს” ორჯერ დაუპირისპირდა ფეხბურთელობისას: 1999-2000 წლების სეზონში რომის “ლაციოს” რიგებში “ჩოლო” როჯერ დაუზავდა “ბაიერს” (1:1, 1:1).
ფილიპე ლუისის ბრაზილიას 2014 წელს ალექსანდრ დრაგოვიჩმა გოლი გაუტანა.
ანტუან გრიზმანმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა გერმანიის ნაკრებთან, რომლის სათადარიგო სკამზე იყვნენ ჯონათან ტაჰი და ბერნდ ლენო.
ერთად უთამაშიათ
ტინ იედვაი და სიმე ვრსალიკო (ხორვატიის ნაკრები)
იან ობლაკი და კევინ კამპლი (სლოვენიის ნაკრები)
“ატლეტიკო” - “ლევერკუზენი”
15 მარტი, 23:45 საათი
მადრიდი, "ვისენტე კალდერონი"