კალათბურთში სუპერლიგის მიმდინარე ჩემპიონატის მე-19 ტური ,,რუსთავისა’’ და ,,მგზავრების’’ მატჩით დასრულდა.
აღმავლობის გზაზე მყოფმა აუტსაიდერმა ,,მგზავრებმა’’, რომელმაც წინა ტურში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო’’ დაამარცხა, მესამე ადგილზე მყოფ ,,რუსთავსაც" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მაიც წააგო - 69:86.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით ,,დაიწყო’’, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით 27: 20 დაწინაურდნენ. მეორე და მესამე მეოთხედმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს.
მატჩის ბედი მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი ,,რუსთავმა’’ უკეთ ჩაატარა და 86:69 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ,,რუსთავის’’ ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი იყო, რომელსაც ,,მგზავრების’’ უკანახაზელი კორი ალენი ერთი ქულით ჩამორჩა.
,,რუსთავი’’- ,,მგზავრები’’ 86: 69 (27:20, 20:22, 13: 15, 26: 12)
1 | დინამო | 19 | 18 / 1 | 1682 / 1364 | 37 |
2 | ქუთაისი | 19 | 15 / 4 | 1537 / 1404 | 34 |
3 | რუსთავი | 19 | 11 / 8 | 1510 / 1504 | 30 |
4 | კაკტუსი | 19 | 8 / 11 | 1523 / 1624 | 27 |
5 | სოხუმი | 19 | 8 / 11 | 1602 / 1640 | 27 |
6 | ბათუმი | 19 | 7 / 12 | 1459 / 1520 | 26 |
7 | ოლიმპი | 19 | 5 / 14 | 1330 / 1438 | 24 |
8 | მგზავრები | 19 | 4 / 15 | 1390 / 1539 | 23 |