ჩოგბურთი

17:08 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა დელ პოტროს აჯობა

აკაპულკოს ტურნირის 1/8-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხუან მარტინ დელ პოტრო 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 4:4-ზე დელ პოტრომ ბრეიკი გააკეთა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ნოვაკმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და გადამწყვეტი მესამე სეტი დაინიშნა, სადაც 3:3-ზე ხუან მარტინმა ბრეიკი შეასრულა და თითქოს მატჩის ბედი გადაყწვეტილი იყო, მაგრამ ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო (ორი მეტოქის) და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ავსტრალიელ ახალგაზრდა ჩოგბურთელს ნიკ კირგიოსს შეხვდება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრილან. მატჩი 3 მარტს თბილისის დროით 08:00 საათზეა ჩანიშნული.

აკაპულკოს ტურნირის საპრიზო ფონდი 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.115055