ჭადრაკი

15:00 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფინალური დაპირისპირება ყაიმით დაიწყო

ირანის დედაქალაქ თეირანში დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი.

ჭადრაკის დედოფლის გვირგვინის მაძიებელი 64 კანდიტატიდან ოქროს მედლისათვის ბრძოლას ორი სპორტსმენი შემორჩა: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწრაფ დაელვისებურ ჭადრაკში ანა მუზიჩუკი(უკრაინა) და ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრი ტან ჟონგი . პირველი პარტია, სადაც თეთრებით მუზიჩუკი თამაშობდა, ყაიმით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება ოთხი, კლასიკური პარტიისაგან შედგება. 2:2 შემთხვევაში გამარჯვებულს ტაი-ბრეიკი გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122045