კალათბურთი

15:45 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის მოკრძალებული თამაში და აეკ-ის მორიგი გამარჯვება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა საბერძნეთის ჩემიონატის მე-19 ტურში შედეგიანობით ვერ გამოირჩა და 6 ქულას დასჯერდა. აეკ-მა შინ პაოკი მიიღო და 77:71 დაამარცხა.

დიქსონმა მოედანზე თითქმის 22 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 სამქულიანი ააცილა. მაიკლმა ასევე 4-დან ორი საჯარიმო გამოიყენა და სამი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

ათენელები მესამე ადგილზე 15 მოგებით და 4 მარცხით იმყოფებიან და პლეი-ოფში თამაში უკვე გარანტირებული აქვთ. მომდევნო შეხვედრას დიქსონის გუნდი "პრომეთეუსთან" სტუმრად 4 მარტს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113824