კალათბურთი

22:00 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალში ,,ქუთაისი’’ და ,,რუსთავი’’ დაწყვილდნენ

დღეს კალათბურთში საქართველოს 2016-2017 წლების თასის გათამაშების მეოთხედინალის ერთი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ,,ქუთაისი’’ და ,,ოლიმპი’’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ქუთაისი’’ მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ,,ოლიმპი’’ ერთ-ერთი აუტსაიდერია ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. პროგნოზი გამართლდა, ქუთათურებმა დიდი ანგარიშით 71:50 შეძლეს მეტოქის დამარცხება და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე ,,რუსთავი’’ იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ქუთაისმა 17 ქულის სხვაობით 43: 26 მოიგო. ორივე მეტოქემ გუნდური თამაში აჩვენა და ინდივიდუალური ოსტატობით თავი არავის გამოუჩენია. ეტყობა ,,ოლიმპმა’’ თავი ხვალინდელი შეხვედრისათვის შემოინახა, სადაც დღევანდელი მეტოქეები ამჯერად ჩემპიონატის მატჩს გამართავენ.

დღევანდელ შეხვერაში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი ,,ოლიმპის’’ გამთამაშებელი ირაკლი მიქელაძე იყო. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 10 ქულა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბექა ბექაურმა დააგროვა.

მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა ხვალ ,,ბათუმი’’- ,,სოხუმის’’ მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

,,ქუთაისი’’-,,ოლიმპი’’ 71:50 (23:13, 20:13, 14: 10, 14:14)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119085