საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორისოვოს ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ თბილისის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და 30-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, თუმცა კარგია, რომ დაზიანება უმნიშვნელო აღმოჩნდა.
გვილიამ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო და მაქსიმუმ ერთ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. თურქულ შეკრებაზევე შესძლებს თამაშს.
შეგახსენებთ, "დინამომ" 2:0 მოუგო ბელარუსის ჩემპიონს.