ლევან მჭედლიძე გამოჯანმრთელდა – 26 წლის ქართველმა ფორვარდმა “ემპოლის” ბოლო წვრთნაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ლევანი კვირას, ტურინის “იუვენტუსთან” თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, მჭედლიძეს “ტორინოსთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო ბოლო ორი ტურის შეხვედრები, “ინტერისა” და “ლაციოს” წინააღმდეგ გაუცდა.
მიმდინარე სეზონში ჩვენებურს 12 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.