ჭადრაკი

21:04 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი  ქართველების  გარეშე  გაგრძელდება

თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიოპნატზე დღეს ნახევარფინალის მეოთხე მონაწილე გამოვლინდა. ინდოელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ჰარიკა დრონოვალმა (2539) საქართველოს წარმომადგენელ ნანა ძაგნიძეს (1525) ტაი ბრეიკში 1.5: 0:5 მოუგო და ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეული შეავსო.

ნახევარფინალში დრონოვალის მეტოქე ტან ჟონგი(2502, ჩინეთი) იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტსა და გრან პრის ბოლო გათამაშების გამარჯვებულ ჟუ ვენჯუნს(2583) მოუგო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ბლიცსა და რაპიდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2558) და მსოფლიოს ექს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2549) ხვდებიან. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ჩემპიონობის ფავორიტად ამ წყვილში გამარჯვებული ითვლება.

კარგი იყო საქართველოს წარმომადგენელს ჩემპიონატის ბოლომდე ეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თავი შეიძლება იმით ვინუგეშოთ, რომ ნანა ძაგნიძე მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკესთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118273