ფეხბურთი

22:10 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმას გაურკვეველი მომავალი

ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას “მილანის” შემადგენლობაში დარჩენის პერსპექტივა ბუნდოვანი ხდება.

2018 წლის 30 ივნისი - ეს არის თარიღი, როდესაც მხარეებს შორის კონტრაქტის ვადა იწურება და ეს ფაქტი “მილანის” გულშემატკივრებს ძალიან აშინებს. ფეხბურთელის აგენტი მისი კლიენტისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს. ამჯამად ჯიჯი დონარუმა წელიწადში 2,5 მილიონს იღებს, რაიოლა კი 4,5-დან 5 მილიონამდე მოითხოვს.

“ფეხბურთი ბიზნესია მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დონარუმას “მილანში” დარჩენის სურვილი ჰქონდეს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – განაცხადა მინო რაიოლამ.

ამას ისიც ემატება, რომ ჯიჯის შეძენით ძალიანაა დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსი” .

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11569