სოლომონ კვირკველიამ დაადასტურა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც იცით, კვირკველია "რუბინის" ფეხბურთელია, მაგრამ პრემიერლიგის პირველ წრეში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. შესაძლოა, კვირკველია იჯარის წესით გადავიდეს "ლოკომოტივში".
"ასეა, "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ტრანსფერის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დასრულდება. შესაძლოა, იჯარა იყოს, შესაძლოა, სრულფასოვანი კონტრაქტიც. 24 თებერვლამდე გადაწყდება" - განაცხადა კვირკველიამ.
სოლომონს 2019 წლის ზაფხულამდე აქვს "რუბინთან" კონტრაქტი.