ფეხბურთი

17:00 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის ორი საგოლე

ირაკლი სირბილაძის კპვ-მ ფინეთის თასზე 4:2 მოუგო "როვანიემის", ქართველმა ფორვარდმა კი ორი საგოლე პასი გააკეთა. სირბილაძის გუნდი პირველლიგელია, ხოლო "როვანიემი" - უმაღლესისა. სირბილაძე 34 წლისაა, თუმცა პირველ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ავსტრიის ჩემპიონატში ვენის "რაპიდმა" შინ 0:0 ითამაშა "ადმირასთან". გიორგი ქვილითაია შეუცვლელად გაისარჯა, აქტიური იყო და საგოლე მომენტიც ჰქონდა. "რაპიდი" მეხუთე ადგილზეა.

დანიაში "სილკებორგმა" 1:0 აჯობა "ჰორსენსს" და მეშვიდე პოზიციაზეა. დავით სხირტლაძემ 82 წუთი ითამაშა.

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" ბოლო წუთებამდე უგებდა "ეშტორილს", მაგრამ ბოლოს გაუშვა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ავტოგოლი იყო, მაკარიძის კარში "მორეირენსეს" ფეხბურთელს აეჭრა ბურთი... გიორგის გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა, უმაღლესიდან კი ორი გუნდი ვარდება.

თურქეთის პირველ ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ", რომელიც 90-ე წუთამდე 0:2 აგებდა "სანლირანსფორთან", მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანა - 2:2. კობახიძე სასტარტოში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 0:1 აგებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145086