საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მემფისის ღია ტურნირის ნახევარფინალური მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქემ კარგად ითამაშა, თუმცა ბრეიკებზე მეც დამაჯერებელი ვიყავიო.
ბასილაშვილმა ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ კუკუშკინი 7:6, 6:1 დაამარცხა.
"ვფიქრობ, კუკუშკინმა კარგად ითამაშა, თუმცა ბრეიკებზე კარგად ვითამაშე და მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული ენერგია არ დამიხარჯავს. წინა მატჩის მსგავსად თავიდან დავბრეიკდი, მაგრამ კონცენტრაცია არ დამიკარგავს. თუ ვმშვიდდები მატჩის შემოტრიალების შანსს ვინარჩუნებ ხოლმე." - განაცხადა ნიკოლოზმა.
ბასილაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში რაიან ჰარისონს დაუპირისპირდება. ქართველმა აღნიშნა, რომ მომავალი მატჩით დატკბება.
"ეთამაშო ამერიკელს თავის ქვეყანაში და მისი გულშემატკივრების წინაშე, საინტერესოა. კორტზე გავალ და მომავალი თამაშით დავტკბები."
ბასილაშვილის და ჰარისონის დაპირისპირება 20 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე დაიწყება.