სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

22:21 | 16.02.2017 | ნანახია 903 - ჯერ

მერვედფინალში სამი ქართველი იასპარეზებს

მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიიონატზე, რომელსაც თეირანი მასპინძლობს, დასრულდა მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები. ნანა ძაგნიძის შემდეგ მერვედფინალში თამაშის უფლება სოფო გურამიშვილმა და ნინო ხურციძემ მოიპოვეს.

გურამიშვილმა ტაი-ბრეიკში უკრაინის წარმომადგენელი ნატალია ბუკსა დაამარცხა, ხოლო ხურციძემ ასევე ტაი-ბრეიკში მის თანამემამულეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს ნინო ბაციაშვილს მოუგო.

რაც შეეხება ნაკრების კიდევ ერთ წევრს სალომე მელიას, იგი მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვასთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა.

მერვედფინალში სტეფანოვა კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკეს, ნინო ხურციძეს შეხვდება. ნანა ძაგნიძის მეტოქე შენ იანგი იქნება, ხოლო სოფიკო გურამიშვილი ჰარიკა დრონოვალს (ინდოეთი) დაუპირისპირდება.

მეთექვსმეტედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გურამიშვილი - ბუკსა 4,5:3,5 ( 1:0, 0:1, 0,5:0,5, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 1:0)

მელია - სტეფანოვა 1,5:2,5 ( 0,5:0,5, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)

ბაციაშვილი - ხურციძე 4:5 (0,5:0,5, 0,5:0,5, 1:0, 0:1, 0:1, 1:0, 0,5:0,5, 0,5:0,5, 0:1)

ძაგნიძე - ოლგა ზიმინა ( იტალია) 2:0 ( 1:0, 1:0)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.086986