ფეხბურთი

20:37 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლატენბურგი საუდის არაბეთში იმუშავებს

ინგლისელი მსაჯი მარკ კლატენბურგი პრემიერლიგაში ბოლო სეზონს ჩაატარებს და ამის შემდეგ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მსაჯთა ბრიგადას ჩაუდგება სათავეში. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აღნიშნულ პოზიციაზე 41 წლის რეფერმა თანამემამულე ჰოვარდ უები ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი 11 დღის წინ დატოვა. მარკმა საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

კლატენბურგი პრემიერლიგაში 2004 წლიდან მსაჯობს და მას შემდეგ ისეთი საპატიო მატჩები ანდეს, როგორებიცაა 2014 წლის უეფას სუპერთასი, 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ამავე წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062926