ფეხბურთი

18:33 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოროზია აზერბაიჯანის "ზირეში" გადავიდა

გიორგი გოროზია ნორვეგიის "სტაბეკიდან" აზერბაიჯანის "ზირეში" გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

გოროზია თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია, ხოლო "სტაბეკში" 2014 წლის ზაფხულს გადავიდა. ნორვეგიის უმაღლეს ლიგაში 53 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.

"ზირე" აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116933