ფეხბურთი

20:23 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" მოსკოვის "დინამოს" მოუგო

ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში ამხანაგური მატჩი გამართა მოსკოვის "დინამოსთან" და 1:0 სძლია. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა მართლაც კარგი თამაში აჩვენეს და შედეგიც ლოგიკური იყო. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ გაიტანა. ნიჭიერმა მარცხენაფლანგელმა კარგი შეტევა ახლოდან ზუსტი დარტყმით დაასრულა.

ხარიხა, მოსკოველთა მეკარის კარგი თამაში... "ტორპედოს" კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გატანა. ისიც სათქმელია, რომ ჩხეტიანის გუნდს არაერთი ფეხბურთელი აკლდა.

მოსკოვის "დინამო" რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ლიდერობს.

ტორპედო (ქუთაისი) -დინამო (მოსკოვი) 1:0 VIDEO

ტორპედო: მეშველიანი, ხურცილავა, გურული, ტაბატაძე, ქიმაძე, გიგაური, დოლიძე, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, მახარობლიძე, კაპანაძე

სათადარიგოები: კვასხვაძე, ბურჯანაძე, მამასახლისი, ფურცხვანიძე, საბანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო: ლეშუკი, უილკშირი, კალუგინი, დიაკოვი, ბელორუკოვი, სარამუტინი, სოსნინი, კუზმინი, ტაშაევი, მარკელოვი, პოგრებნიაკი

სათადარიგოები: შუნინი, მოროზოვი, ჰოლმენი, რიკოვი, პანჩენკო, ზოტოვი, ტემნიკოვი, მენდელი, ბეჩირაი, კოზლოვი, საპეტა, ლუცენკო, კატრიჩი, ობოლსკი, ტერეხოვი

მწვრთნელი: იური კალიტვინცევი

გოლი: 1:0 ქიმაძე (28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113326