ფეხბურთი

16:23 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია ვარსკვლავების წინააღმდეგ

სოლომონ კვირკველია ჯერ "რუბინშია" და მის შესაძლო ტრანსფერზე სიახლე არაა. დაიწერა მოსკოვის "ლოკომოტივისა" და გროზნოს "ტერეკის" ვარიანტებზე, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ამასობაში, კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა "რუბინისა" და "ხებეი ფორჩუნის" ამხანაგურ მატჩში.

"ხებეი ფორჩუნი" ჩინური გუნდია და იქ თამაშობენ არგენტინელი ეზეკილ ლავეცი, ბრაზილიელი ერნანესი და კოტდივუარელი ჟერვინიო. "რუბინმა" 3:1 მოიგო, ჩინური გუნდიდან კი ერთადერთი გოლი ლავეციმ გაიტანა. "რუბინში" შეცვლაზე შევიდა 18 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ისიც სათქმელია, რომ ყაზანელთა მწვრთნელმა "ხებეი ფორჩუნთან" არაოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. ძირითადებმა წინა დღეს მოსკოვის "სპარტაკს" 4:2 სძლიეს და კვირკველიას იმ შეხვედრაში არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110929