ფეხბურთი

21:04 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "სახლში დავბრუნდი თბილისის "დინამო" ჩემთვის ძალიან ძვირფასია"

"თბილისის "დინამოსთან" სიტყვიერად შევთანხმდი, დანარჩენი უკვე ოფიციალური მხარეა. თურქეთში მივდივარ, ხვალ თამაშს დავესწრები. დღესდღეობით ვრცლად რა ვთქვა, თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ უფრო შეგვეძლება საუბარი, შეკრების შეფასება, სამომავლო გეგმები..." - უთხრა კახა კაჭარავამ Worldsport.ge-ს.

ასე რომ, გადაწყვეტილია, თბილისის "დინამოს" ძველი-ახალი თავკაცი ეყოლება. კაჭარავა ხომ ადრეც თავკაცობდა დინამოელებს, 2006 წელს მივიდა სამწვრთნელო შტაბში, მაშინაც იყო გუნდის თავკაცი, მერე კი 2009-2011 წლებში. სხვათა შორის, იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი დაწინაურდა დუბლებიდან ძირითად გუნდში. მაგალითად, გურამ კაშია.

"მოხარული ვარ, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი. "დინამოში" ვთამაშობდი და მწვრთნელიც ვიყავი. ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება და ყველანაირად ვეცდები, რომ გუნდმა პროგრესი განიცადოს. გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს ვიცნობ, კარგი ახალგაზრდები არიან შეკრებილნი და მათთან საინტერესო იქნება მუშაობა" - გვითხრა კაჭარავამ.

კახა კაჭარავა "დინამოში" 2011 წლის ზაფხულში ალექს გარსიამ შეცვალა. კაჭარავა შემდეგ მუშაობდა "ზესტაფონში", საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში და "ცხინვალში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122424