ფეხბურთი

19:08 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი მარტვილში, 26 თებერვალს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასის მატჩი 26 თებერვალს მარტვილში გაიმართება. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" და ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ ტიტულისთვის.

სუპერთასი მარტვილში არასოდეს ჩატარებულა. ფედერაციას სურს, რაც შეიძლება გაზარდოს მნიშვნელოვანი მატჩების გეოგრაფია, თანაც, მარტვილი ახლოსაა სამტრედიასთანაც და ქუთაისთანაც.

არც “სამტრედიას” და არც “ტორპედოს” სუპერთასი აქამდე არასდროს მოუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119601