ფეხბურთი

15:25 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან სალუქვაძე: "ჯერ არცერთ მწვრთნელს არ დავკავშირებივართ, მათ შორის, არც ალექს გარსიას"

თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. როგორც იცით, ვიაჩესლავ გროზნისა და დინამოელთა გზები გაიყო. Worldsport.ge კი თურქეთში დაუკავშირდა კლუბის სპორტულ დირექტორ ლევან სალუქვაძეს.

"ამ ეტაპზე მომავალის მწვრთნელის შესახებ სიახლე არაფერია. დაიწერა ესპანელ ალექს გარსიაზე, მაგრამ დარწმუნებით ვამბობ, რომ "დინამოდან" მას არავის დაკავშირებია. საერთოდაც, ამ ეტაპზე არცერთ მწვრთნელს არ დავკავშირებივართ. თუმცა შესაძლოა, დღეს რაღაც საკითხები გაირკვეს" - გვითხრა სალუქვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130415