ფეხბურთი

0:10 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ალავესმა” ლაგუარდიას და პაჩეკოს ხელშეკრულებები გაუხანგრძლივა

“ალავესმა” ორ წამყვან მოთამაშეს: ვიქტორ ლაგუარდიას და ფერნანდო პაჩეკოს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ორივე მოთამაშე ახალი ხელშეკრულების მიხედვით, “ესტადიო მენდიზოროცაზე” 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან.

27 წლის ლაგუარდიამ, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, მიმდინარე სეზონში “ალავესის” მაისური 21-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა, ხოლო 24 წლის მეკარემ ბასკური კლუბის ჯარი 22-ჯერ დაიცვა, 22 ბურთი გაუშვა და 7 მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108549