მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა როისტონ დრენტემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ თავად აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა.
“მე ფეხბურთიდან მივდივარ, ამის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე” – აღნიშნა მან.
29 წლის ჰოლანდიელის თქმით, ის კარიერის გაგრძელებას რეპში აპირებს და ალბომის გამოშვებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ დრენტე “რეალში” 2007-2012 წლებში თამაშობდა და 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მადრიდული გრანდის გარდა, ის “ფეიენოორდის”, “ჰერკულესის”, “ევერტონის”, “ალანიას”, “რედინგის”, “შეფილდ უენსდის”, “კაისერის” და “ბანიასის” ღირსებას იცავდა. ჰოლანდიის ნაკრების მაისური კი, ერთადერთხელ 2010 წელს თურქეთის ნაკრებთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩში მოირგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვაახ რეპიო ტიპმა
რა კაცი გაიჩითა ბარსასთან მეკარესთან პირისპირ რო გამაზა და კომენტატორმა რო გამზრდელი აგინა ამის კარიერიდან მაგრად მახსოვს ეს ოქროს მომენტი