ჭადრაკი

22:54 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იოსელიანს  სპორტის  რაინდის წოდება მიენიჭა

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა იოსელიანი 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ნანა იოსელიანი არის საჭადრაკო ოლიმპიადის 5-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ორგზის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ამჟამად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ქალთა ჭადრაკს ხელმძღვანელობს.

0.106632