ფეხბურთი

20:30 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პარუნაშვილიც დანიაში

“დინამო” თბილისის აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი კარიერას დანიის სუპერლიგის ბინადარ “ესბიერგში” გააგრძელებს. როგორც სკანდინავიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. იგი დანიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

“ის არის ნახევარმცველი, რომელსაც შუახაზში სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ლაშას დიდი პოტენციალი აქვს და არც გამოცდილება აკლია. გარდა ამისა, ძალიან ტექნიკურიცაა. იანვარში მას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა. პარუნაშვილი მოტივირებულია და ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურ ენაზე”, - თქვა “ესბიერგის” სპორტულმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა.

აღსანიშნავია, რომ პარუნაშვილი “ესბიერგში” მესამე ქართველია - ამ გუნდმა იანვარში ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე დაიმატა.

0.117667