ძიუდოში 2017 წლის საერთაშორისო სეზონი უკვე გახსნილია, მაგრამ ტიტულოვანი სპორტსმენები საქმეში ჯერ არ ჩართულან. წლიური კალენდრის დამტკიცებისთანავე ნათელი გახდა, რომ მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ძიუდოისტები სტარტს ფრანგულ ტატამზე აიღებდნენ. 11-12 თებერვალს პარიზი უპრესტიჟულეს ტურნირს – გრან სლემს უმასპინძლებს და მასზე ტრადიციულად, უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემაც, ფრანგული განაცხადი წონითი კატეგორიების ლიდერებით შეავსო. პარიზში ქართული გუნდი 13-კაციანი შემადგენლობით ჩავა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები და ნაკრების გამოცდილი წევრები ჯერ ტურნირზე იჭიდავებენ. შემდეგ კი საფრანგეთში ტრადიციულ ერთობლივ წვრთნებზე დარჩებიან და იქიდან გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც დიუსელდორფის გრან პრიზე გამოვლენ.
აქვე გრან სლემის ქართული განაცხადიც:
60კგ - ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73კგ - ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი
81კგ - ზებედა რეხვიაშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი
90კგ - ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი
100კგ - ლაშა ტაველური და ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი