საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურის მატჩში “რეიმსი” გასვლაზე “აიაჩოს” დაუზავდა (1:1).
სტუმართაგან ძირითად შემადგენლობაში გახლდათ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. სამწუხაროდ, 30 წლის ნახევარმცველისთვის ეს შეხვედრა წარმატებული არ გამოდგა, რადგან 64-ე წუთზე პირველი გაფრთხილება მიიღო, ხოლო 81-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
რაც შეეხება ნახსენებ შეხვედრას, სტუმრები 37-ე წუთზე დევუმ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს 86-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაუშვეს და საჭირო 2 ქულა დაკარგეს.
“რეიმსი” 39 ქულით “ტრუასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.