ფეხბურთი

21:40 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" შეკრებას თურქეთში გაივლის

საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" 2017 წლის პროლიგა2-ისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს. 8 თებერვალს გუნდი სიდეში გაემგზავრება. საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება 23 თებერვლის ჩათვლით გასტანს. ვიტ ჯორჯიელები ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო Linda Resort Hotel-ში დაბინავდებიან.

"ვიტ ჯორჯია" თურქეთში ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. 12 თებერვალი - ლევსკი კარლოვო (ბულგარეთი. 1 ლიგა), 15 თებერვალი - მიეზ ლეგნიცა (პოლონეთი. 1 ლიგა), 17 თებერვალი - მეტოქის ვინაობა დგინდება, 20 თებერვალი - მეტოქის ვინაობა დგინდება, 22 თებერვალი - ალტაი (ყაზახეთი. უმაღლესი ლიგა).

ვეტერინარები შეკრებაზე 31 კაციანი დელეგაციით მიემგზავრებიან, რომელსაც კლუბის მენეჯერი, ირაკლი ხვედელიანი უხელმძღვანელებს.

მეკარეები: ჯონი შეროზია, ლევან ისერგიშვილი, მამია ტაბეშაძე

მცველები: ოთარ მუხულიშვილი, ბადრი ტეტუნაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე, რევაზ ჩიტიშვილი, დათო საჯაია, გოგა დანელია, ზურაბ სეხნიაშვილი

ნახევარმცველები: ირაკლი კამლაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ვაზაგაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, გიორგი ჭანკოტაძე, შალვა ექვთიმიშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, შოთა დავლაშელიძე

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური, კახა კახაბრიშვილი, ზურაბ ღირდალაძე, გოჩა კვარაცხელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115271