ფეხბურთი

14:48 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანოს ყველაზე დიდი შეცდომა - "რეალი"

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო კასანო მადრიდის “რეალს” თავისი კარიერის შეცდომად მიიჩნევს. როგორც 35 წლის შემტევმა განაცხადა, მადრიდში მისი გადასვლა მართებული ნაბიჯი არ იყო.

“ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა “რეალია” და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. დედაჩემი მადრიდში ბედნიერი არ ყოფილა, მას ყოველთვის იტალიაში დაბრუნება უნდოდა. 2007 წელს კი, შემეძლო “იუვენტუსში” გადავსულიყავი და სერია ბ-ში მეთამაშა, მაგრამ “სამპდორია” ვამჯობინე”, - აღნიშნა კასანომ.

ანტონიო კასანო ამჟამად თავისუფალი აგენტია. იგი იანვრამდე გენუის “სამპდორიას” საკუთრებაში იმყოფებოდა, მაგრამ ლიგურიელებთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა. რაც შეეხება “რეალს” – “სამეფო გუნდში” იგი 2005 წელს გადავიდა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებულ ორ სეზონში ღირებული ვერაფერი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110112