ფეხბურთი

0:35 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ირაკლი შეყილაძე სერია B-ში ითამაშებს

იტალიური "ტუტოკუოიოს" ქართველი თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე კარიერას სერია B-ს ბინადარ "სპეციაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს და "სპეციას" სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ფუსკომაც დაადასტურა.

"ჩვენ ველაპარაკეთ ფეხბურთელს და შეთანხმება უკვე მიღწეულია. ირაკლი შეყილაძე პერსპექტიული ფეხბურთელია და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - აღნიშნა ფუსკომ.

ირაკლი "სპეციას" დამდეგ ზაფხულს, კერძოდ, 1 ივლისს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ჯერჯერობით უცნობია თუ როდემდე გაფორმდა მასთან ხელშეკრულება.

მიმდინარე სეზონს კი, ქართველი ფორვარდი ლეგა პროს ბინადარ "ტუტოკოიოში" დაასრულებს, რომლის ღირსებაც წელს 20-ჯერ დაიცვა და 8 გოლი გაიტანა. იქამდე შეყილაძე "სუდტიროლში", "ლატინასა" და "ემპოლიშიც" გამოდიოდა.

0.130737